
გერმანიის კანცლერმა ირანის მთავრობა დღეს მკაცრად გააკრიტიკა, საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო და ევროკავშირის ახალ სანქციებს ისლამური რესპუბლიკის მიმართ მხარი დაუჭირა .
"300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, ათობით სასიკვდილო განაჩენი და 14 ათასზე მეტი დაპატიმრებული. ისინი, ვინც ირანში ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდიან, საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და ხშირად მათი საყვარელი ადამიანების სიცოცხლესაც, წამება და ათწლეულობით პატიმრობა ემუქრებათ მათ,“.განაცხადა შოლცმა “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში.
როგორც ცნობილია, ირანში სექტემბრის შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც 22 წლის ქალის სიკვდილს მას შემდეგ მოჰყვა, რაც ის მორალის პოლიციამ თავსაფრის არასწორად ტარების გამო დააკავა.
გავრცელებული ინფორმციით, მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 14 ნოემბერს შეიკრიბებიან, დამატებითი სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025