15/01/2026
15:28

რამდენიმე ევროპული ქვეყანა გრენლანდიაში სამხედროების ჯგუფს აგზავნის — დანიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ
დანიისა და საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი უკვე გრენლანდიაშია, - წერს Bild.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ესენი არიან „სპეცდანიშნულებისა და დაზვერვის ქვედანაყოფები“. ჟურნალისტებმა მათი რაოდენობა „ორ ავტობუსად“ შეაფასეს.
უახლოეს ხანში კუნძულზე გერმანიის სადაზვერვო ჯგუფის 13 ჯარისკაცი ჩაფრინდება. ასევე მოსალოდნელია სამხედროების ჩამოსვლა ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან — აღნიშნავს Bild.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემას განუცხადა, რომ ევროპელი სამხედროები გრენლანდიაში „ადგილზე დაზვერვას“ ჩაატარებენ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ რამდენიმე შვედი ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას ოპერაციაში „არქტიკული გამძლეობა“ (Arctic Endurance).
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე ო. სანდვიკმა გამოცემა VG-ს განუცხადა, რომ ნორვეგია გრენლანდიაში ორ თავის სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის.
ტელერადიოკომპანია DR-ის ინფორმაციით, დანიის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულზე „სამხედრო ტექნიკა და სამხედროთა მოწინავე რაზმი“ გაგზავნა.
სადაზვერვო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში საიდუმლო პირობებში მზადდებოდა. მისი კოორდინაცია ხდება კოპენჰაგენიდან და არა ნიდერლანდებში არსებული ნატო-ს სტრუქტურების მეშვეობით. აშშ მასში მონაწილეობას არ იღებს.
კუნძულზე ჯარების გაგზავნა მასშემდეგ დაიწყო, რაც 14 იანვარს, საღამოს, ვაშინგტონში აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის მოლაპარაკებები ჩვარდა — აზუსტებს Bild.
0
0