
ევროკავშირის ექვს ქვეყანას 2028-2034 წლების ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება სურს.
გერმანია, დანია, ნიდერლანდები, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი ერთობლივ განცხადებაში ევროკომისიას მოუწოდებენ, თითქმის 2 ტრილიონი ევროს ოდენობით ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შეამცირონ, რომ ხარჯები უფრო დაბალანსებული გახდეს. თუმცა, ზუსტი თანხა მითითებული არ არის.
აღნიშნულ ექვს ქვეყანას, ევროკავშირის ბიუჯეტში იმაზე მეტი შეაქვთ, ვიდრე უკან იღებენ. ბიუჯეტის შემცირებაზე ევროპელმა ლიდერებმა ბერლინში გამართული შეხვედრის დროს იმსჯელეს.
მანამდე კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოდიოდა ინიციატივით, რომ ეს თანხა 400 მილიარდი ევროთი შემცირებულიყო. ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი თანხა საერთო პრიორიტეტებზე უნდა გამოყოს, როგორიცაა თავდაცვა, კონკურენტუნარიანობა, მიგრაცია და სუვერენიტეტი.
ამავე, 2028-2034 წლების ბიუჯეტიდან, ევროკომისია უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.
0
0