-share.jpg)
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.
"დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში. ჩანაწერი აჩვენებს, რომ ბუნდესვერი არსებითად და კონკრეტულად განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის გეგმებს ეს არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია". - თქვა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, გასარკვევია გერმანელი სამხედროები ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებდნენ, თუ მოლაპარაკებები სახელმწიფო პოლიტიკას ასახავს.
"უნდა დავადგინოთ, ბუნდესვერი ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია". - თქვა პესკოვმა.
0
0