31/10/2023
15:24
მსოფლიო
გერმანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი დანიელ ჰალემბა ნაცისტური სიმბოლოების ["Sieg Heil" – „გამარჯვებას დიდება“] დემონსტრირების გამო დააკავეს.
დანიელ ჰალემბა მოგვიანებით გაათავისუფლეს, როდესაც მოსამართლემ დაადგინა, რომ სასამართლო პროცესამდე ის ვერ დატოვებდა ქვეყანას.
დანიელ ჰალემბა ბავარიის პარლამენტის წევრად ოქტომბრის დასაწყისში აირჩიეს. ჰალემბა რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, სანამ ის, როგორც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი, სადეპუტატო იმუნიტეტს მოიპოვებდა.
22 წლის პოლიტიკოსი ერთ-ერთია პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 32 წევრიდან, რომელიც არჩევნების შედეგად პარტიიდან (ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბავარიაში) აირჩიეს. პოლიციამ დანიელ ჰალემბა შტუტგარტის მახლობლად, ბადენ-ვიურტემბერგის შტატში დააკავა.
გასულ თვეში, პოლიციამ ვიურცბურგში, "Sieg Heil"-ის შეძახილების გამო, სტუდენტური საზოგადოება Teutonia Prag-ის შენობა დაარბია. ეს ფრაზა ნაცისტების მთავარი ლოზუნგი იყო და გერმანიაში მისი გამოყენება აკრძალულია. ჰალემბას, სავარაუდოდ, ბრალს ამბოხებასა და აკრძალული სიმბოლოების ფლობასთან დაკავშირებით წაუყენებენ. გერმანიაში ასევე აკრძალულია ნაცისტური იკონოგრაფია.
„მათ ჩემი დაპატიმრება უნდათ... სრულიად უკანონო დაკავების ორდერის საფუძველზე“, - თქვა ჰალემბამ დაკავებამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა კატრინ ებნერ-შტაინერმა დანიელ ჰალემბას დაკავებას "პოლიტიკურად მოტივირებული" დევნა უწოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, პარტიამ არჩევნებში რეკორდული რაოდენობის ხმები მოიპოვა. გერმანიაში მომდევნო ფედერალური არჩევნების ჩატარება 2025 წელს არის დაგეგმილი.
0
0