
ჰაილბრონის კრიმინალურმა პოლიციამ პენსიონერს უჩივლა: მას ბრალად ედება კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფა- პენსიონერმა მერცს "პინოქიო" უწოდა.
როგორც გამოცემა „Heilbronner Stimme“ იუწყება, ჰაილბრონის კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ცნობილი 188-ე პარაგრაფით, რომელიც პოლიტიკოსების შეურაცხყოფას ეხება.
ჰაილბრონის პოლიციის Facebook-გვერდზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარი დატოვა ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პრემიერ-მინისტრ ვინფრიდ კრეჩმანის გასული წლის ოქტომბრის ვიზიტთან დაკავშირებით. ვიზიტი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პარკის (IPAI Campus) მშენებლობის დაწყებას ეხებოდა. მომხმარებელმა დაწერა: „პინოქიო HN-ში (ჰაილბრონში) მოდის“. და თავის სატირულ კომენტარს გრძელცხვირიანი ე.წ. ემოცია დაურთო. პოლიციის სამმართველოს სოციალური მედიის გუნდმა მამაკაცს უჩივლა.
ახლა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ პენსიონერს სახლის გაჩხრეკა ემუქრება
ჰაილბრონელმა პენსიონერმა გამოძიების შესახებ იანვრის ბოლოს შეიტყო და გაოგნებული დარჩა: „ეს ხუმრობაა და სრულიად არაპროპორციული ქმედება. როდესაც მეგობრებსა და ნაცნობებს ამის შესახებ ვუამბე, ყველას ეგონა, რომ ვეხუმრებოდი“.
იურისტების აზრით, ტერმინი „პინოქიო“ დაცულია გამოხატვის თავისუფლებით (კონსტიტუციის მე-5 მუხლი), როგორც დასაშვები ღირებულებითი მსჯელობა.
შესაძლოა, პოლიციამ გამოძიება „მწვანეების“ თავმჯდომარე ფრანცისკა ბრანტნერზეც გაავრცელოს. მან კანცლერ მერცს, ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული დაპირების დარღვევის გამო, ასევე „პინოქიო-კანცლერი“ უწოდა.
0
0