11/05/2023
22:48
ეკონომიკა
ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ “ავიანიუსთან” კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.
გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახარებს მთავრობის პოზიტიური განწყობაც.
"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". - აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.
გაიაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა, კვირის ბოლოს კი კომპანიაში თათბირი იგეგმება, სადაც ფრენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"რა საკვირველია, ჩვენ დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ თქვას, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი". - დასძინა გაიაშვილმა.
0
0