
ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს.
"ეს პროცესი დღეს იმდენად მოკლებულია საზოგადოების ნდობას, იმდენად არის ხელისუფლება ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა, რომ ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი ხელოვნურად არ უნდა გავაღვივოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაბიტაშვილო დაინიშნება, [თუ ვინ]. დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და დარწმუნებული ვარ, ამაში საპროკურორო საბჭოს ოპოზიციის ნაწილიც ხელს შეუწყობს. ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანიშვნის ყველა პროცესი დღეს არის ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა. ხელისუფლება ახლა ამ პროცესის საშუალებით ცდილობს, გაიმყაროს გარკვეული გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თუმცა არჩევნების შემდეგ, ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი," - განაცხადა ლილუაშვილმა.
0
0