13/04/2022
13:21
მსოფლიო
"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან". – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.
"მე მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება". – თქვა მაკრონმა.
სანფრანგეთის პრეზიზდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო ექსტრემალურად ბრუტალური ომი, უკვე დადასტურდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და ახლა ჩვენა ამაში პასუხისმგებლები უნდა ვიპოვოთ". – თქვა მაკრონმა
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.
0
0