გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
02/10/2021
20:02
სპორტი
A-
+A
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს 61, 74, 86 და 125 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ.
ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და ხვალ ფინალში იჭიდავებს ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. ნახევარფინალში მან ყაზახი სპორტსმენი 10:0 დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის ირანელ ზარეს შეხვდება.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძე (74კგ), რომელიც ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოს სალკაზანოვთან დამარცხდა. ბექა ლომთაძე და სანდრო ამინაშვილი კი შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ, ისინი მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდანაც ვერ გააგრძელებენ.
დღევანდელ წონებში მედლები ხვალ, 3 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში გათამაშდება.
0
0
178762
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%