28/06/2023
10:39
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა, პრიგოჟინს სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამბოხების დაწყებამდე პრიგოჟინი მძვინვარებდა როგორც შოიგუს, ისე გერასიმოვის წინააღმდეგ, ადანაშაულებდა მათ კამპანიის წარუმატებლობაში და არმიის მხრიდან „ვაგნერის“ მებრძოლების მხარდაჭერის ნაკლებობაში.
შეგახსენებთ, სუროვიკინს ოქტომბერში უკრაინის ოპერაციების საერთო პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამპანიის ზედამხედველად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა, ხოლო სუროვიკინი მის მოადგილედ დაინიშნა.
„როიტერის“ ცნობით, პენტაგონმა არ უპასუხა სააგენტოს თხოვნას კომენტარისთვის. შეკითხვების პასუხზე ასევე თავი შეიკავა კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
0
0