
„ლუზერი“ მთავარსარდალი ზელენსკი თავის კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად უნდა დააპატიმრონ, - წერს სოციალურ ქსელ „X“-ში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, გენერალი მაიკლ ფლინი.
ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში კორუფციულ სკანდალს ეხმაურება.
„უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური გამოძიება წლების განმავლობაში არსებულ გაფლანგვაზე, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ხოლო მოპარული ათობით მილიარდი დოლარი უნდა დაბრუნდეს და მოხმარდეს მრავალ ოჯახს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები ამ სრულიად უსარგებლო ომში, რომელიც სრულიად კორუმპირებულმა გლობალისტებმა დაიწყეს.
ამერიკამ ახლა უნდა იპოვოს გზები მშვიდობის მისაღწევად, დიახ, სიძლიერის მეშვეობით, მაგრამ - მშვიდობის.
მაშინ, როდესაც გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს არ ზოგავს ამერიკის კვლავ დიადად გადაქცევისა და სრულიად მოშლილი და კორუმპირებული მთავრობის გამოსწორების მცდელობაში, ამერიკელი ხალხი მაინც აღსავსეა იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენი თავდაპირველი დაფუძნებიდან მოდის“, - წერს ფლინი.
The loser in chief, Zelensky, along with his corrupt inner circle all need to be arrested.
— General Mike Flynn (@GenFlynn) November 28, 2025
A legitimate investigation needs to be done on the years of waste, fraud and abuse and the tens of billions of dollars stolen must be recovered and used to help the many families who lost… https://t.co/6D6rMnZ32z
1
0