
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაებინავებინა ოცდათხუთმეტამდე უკრაინელი სტუმარი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს არ იქნება ერთჯერადი მხარდაჭერა.
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია სოლიდარულები ვიყოთ უკრაინელების მიმართ. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველივე დღიდან კოორდინირებულად ვცდილობთ
უკრაინელი მოსახლეობის დახმარებასა და მხარდაჭერას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საომარი ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს და მომავალშიც ინტენსიურ თანადგომას დაჰპირდნენ.
0
0