
გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და თუ ამ ყველაფერს გააჟღერებთ, თუ იტყვით, რომ უნივერსიტეტებში არ უნდა ტარდებოდეს იდეოლოგიური ტრენინგები, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღმოჩნდებით დაუყოვნებელი თავდასხმის ქვეშ, რადგან ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშის მიტანას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
მისი თქმით, მათი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ მისცენ იმის საშუალება, რომ ტრადიციებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.
„გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და თუ ამ ყველაფერს გააჟღერებთ, თუ იტყვით, რომ უნივერსიტეტებში არ უნდა ტარდებოდეს იდეოლოგიური ტრენინგები, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღმოჩნდებით დაუყოვნებელი თავდასხმის ქვეშ, რადგან ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშის მიტანას, პუტინის მხარდამჭერობას. ჩვენ ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა ბუდაპეშტში, მაგრამ ამ ყველაფერს მსუბუქად ვერ შევხედავთ. მათი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ტრადიციებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი ამ პროცესში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
0
0