17/11/2021
10:30
საზოგადოება
ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის კლინიკის ექიმის თქმით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.
“პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა კლინიკის ექიმი გიორგი გვარამაძემ.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
0
0