15/07/2023
15:40
საზოგადოება
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს თქმით, რეაბილიტაციაში ახლა ჩართული არიან სპეციალისტები, რომლებიც საუკეთესო შედეგს დადებენ.
„ესენი არიან უმაღლესი რანგის სპეციალისტები, აღიარებულნი. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ყოველი მოქმედება, რაც კი იქნება, დაეფუძნება სერიოზულ კვლევებს. ყველაფერი იქნება თვალსაჩინო და საჯარო", - განაცხადა მეუფე შიომ.
კითხვაზე - დაგვიანებული რომ არ არის საპატრიარქოს ჩარევა? - მეუფე შიო პასუხობს, რომ „რაღაც დროულია, რაღაც დაგვიანებული“.
„ისეთი ჯგუფი შეიქმნა, იმედი გვაქვს, ახლა ყველაფერი კარგად წარიმართება. დღეს არ თქვეს ასე კონკრეტულად, რამდენად არის დაზიანებული [გელათი]. დეტალურად შემდგომ მოგვახსენებენ. რა თქმა უნდა, რაღაც დაგვიანებულია, რაღაც დროულია, რაღაც გადარჩება. როგორც მე ვიცი, უმეტესობა გადარჩენას ექვემდებარება, რისი დიდი იმედებიც გვაქვს, ისეთი სიმძლავრის სამეცნიერო ჯგუფია", - განმარტა მეუფე შიომ.
წყარო: ipn.ge
0
0