26/03/2023
19:12
სპორტი
მესამე ოქრო დღევანდელ ფინალურ ეტაპზე - გელა ზაალიშვილმა ოქრო აიღო.
ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გელა ზაალიშვილი უმაღლესი სინჯის მედლისთვის თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
როგორც ცნობილია, თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 26 მარტს, ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.
100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ტრიუმფატორი ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
დღეს, ცოტა ხნით ადრე, შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ორი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
0
0