
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. გელა გელაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ივნისის თვეში შედგა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე სომეხ კოლეგასთან და გამოხატა მადლიერება სომხური მხარის მიმართ დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის“.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო, ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
0
0