
გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი დღეს დაიწერა. ფოტოებს ეკა მაჩხაშვილი, ასევე მათი მეგობრები ავრცელებენ.
"ჩვენი ბედნიერი დღე" - წერს მაჩხაშვილი ფოტოების კომენტირებისას.
ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში ტრაგედია მოხდა - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
0
0