11/11/2021
16:07
საზოგადოება
ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი.
ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს,აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა.
ამერიკიდან ჩამოსულმა ჩარკვიანმა სწავლა კვლავ თბილისში განაგრძო ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში.
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან, 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მისი, ხუთი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი, „ქართველები კრემლში” 2004 წლის სექტემბერ/ოქტომბერში რუსთავი 2-ის ეთერით აჩვენეს.
1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ასევე, ჩარკვიანი 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო.
ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო, დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
0
0