16/06/2024
19:01
ტურიზმი
"გეიარ-გამეიარე" - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით შეიქმნა.
აპლიკაციის შექმნისთვის ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარი გამოიყო და რამდენიმე დღეში ამოქმედდება
აპლიკაციის სახელწოდებას კრიტიკა მოჰყვა ტურისტული გიდების ნაწილში, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლების ოპონენტებში.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ამ აპლიკაციის სახელწოდება ნათლად აჩვენებს, თუ რას ფიქრობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისზე და ქუთაისელებზე.
"მსგავსი სახელწოდებების შერჩევა, პირველ რიგში აკნინებს ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, მის ისტორიას, მის კულტურას და არანაირად არ წაადგება ტურიზმის განვითარებას. ნამდვილად არიან იმ დონის, რაც არის დასახელება, ნამდვილად არიან გეიარ-გამეიარე ხალხი ტურიზმის სამსახურში", - ამბობს გიდი, ლაშა ბერეკაშვილი.
0
0