
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე აქტივისტთან ერთად შიმშილობას განაგრძობს, აღნიშნავს, რომ კიდევ ერთმა აქციის მონაწილემ მიმართა შიმშილობას, ჯამში კი 6 პირი შიმშილობს.
მისივე თქმით, მოშიმშილე აქტივისტები თავს კარგად და მხნედ გრძნობენ.
„ჯერჯერობით აქციის მონაწილეები თავს კარგად ვგრძნობთ, მხნედ ვართ. მოგვემატა კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ქალბატონი, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად ყოფნის.
ეს ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია. ზოგადად, მგონია, რომ შიმშილობის აქცია მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური", - აღნიშნავს ფოფხაძე.
0
1
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026