
თუმცა, სამიდან ორი ძირითადი მილსადენით რუსული გაზი ევროპას მაინც მიეწოდება - Nord Stream 1-ით - ბალტიის ზღვის გავლით და სლოვაკეთში - უკრაინის გავლით; ამჟამად, „იამალ-ევროპის“ მილსადენით გაზი ჯერ გერმანიას, იქიდან კი - პოლონეთს მიეწოდება (რაც დროდადრო ხდება ხოლმე).
მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრისგამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ჩამოაშორა მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოსთან სავაჭრო (ნავთობისა და გაზის გაყიდვის გარდა) ურთიერთობებს, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობარმა“ ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ.
დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, რუსული გაზის ყველაზე დიდმა იმპორტიორმა, გერმანიამ, უარი თქვეს საფასურის რუბლში გადახდაზე, მათი განმარტებით, ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომლითაც ღირსებულების გადახდა ევროში არის განსაზღვრული. გერმანიამ პუტინის გადაწყვეტილებას "შანტაჟი" უწოდა და განაცხადა, რომ, გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში, მიმდინარე კვირაში, საგანგებო ზომებს მიმართავს.
0
0