14/02/2024
20:33
ტურიზმი
ჩინეთის საელჩომ თავის ტურისტებს მოუწოდა, მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოში პირად უსაფრთხოებასა და საკუთრებას.
„ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ყაჩაღობის შემთხვევები. ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა (შედეგად) დაკარგა საბუთები და განიცადა ფინანსური ზარალი. გარდა ამისა, ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს, გზების მდგომარეობა ცუდია.
ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, ტაქსის მძღოლებთან ხშირია კამათი აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში. ტურისტებს ვურჩევთ, შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და თავი შეიკავონ არალიცენზირებული ტაქსით, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი“, - ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
გასულ შემოდგომაზე საქართველომ მეტი ტურისტის მოსაზიდადვჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
0
0