ჩინეთის საელჩომ ტურისტებს მოუწოდა, მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოში პირად უსაფრთხოებას, ნივთებსა და ქონებას, ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
„ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ყაჩაღობის შემთხვევები. ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა დაკარგა დოკუმენტები და განიცადა ფინანსური ზარალი. გარდა ამისა, ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს, გზების მდგომარეობა ცუდია.
ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში ხშირია ტაქსის მძღოლებთან კამათი. ტურისტებს ვურჩევთ, შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და თავი შეიკავონ არალიცენზირებული ტაქსით, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი“, - ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს განცხადება
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. ამას კი წინ უძღოდა 2 ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
0
0