
გახარიასა და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბება, ხან ერთმანეთს ეპატიჟება, ამ დროს რეალობა სხვა არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„რეალობა არის ის, რომ მათ უკვე აქვთ კოალიცია ნაცებთან. 4 საკრებულოში მათ აქვთ კოალიცია ნაცებთან. მოჩვენებითად ეჩხუბებიან ერთმანეთს, არადა ფიზიკურად კოალიციები აქვთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა გვარამიამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ გახარიას წარსულთან დაკავშირებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ აპირებს. კითხვაზე - ხედავს თუ არა ის გიორგი გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში, გვარამია ასე პასუხობს:
„ვხედავ. გახარიასთან დაკავშირებით მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და ეს თქვა, ყოველ შემთხვევაში სხვა არ მახსენდება“, - აღნიშნავს გვარამია.
0
0