
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მორატორიუმს უცხადებს:
"ჩვენ ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე. მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგალითად, კონკრეტულად გახარიას პიროვნებასთან და მის პოლიტიკასთან... არა პიროვნული, არამედ მისი პოლიტიკა, რომელსაც შეეწირა უამრავი კეთილდღეობა, კონკრეტულად ანაკლიის პორტი.
აი, მე, მამუკა ხაზარაძე ვაცხადებ, რომ, ესე ვთქვათ, ვადებ მორატორიუმს იმ კითხვებს, რომლებიც მე ამ ადამიანთან მაქვს და ამ კითხვებს გავხსნი, როცა იქნება წინასაარჩევნო მარათონი. მანამდე, ყველას ერთად გადასარჩენი გვაქვს ეს ქვეყანა.
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები მიეჩვიონ თავისი ამბიციების და პოზიციების დაქვემდებარებას სახელმწიფოებრივ საკითხებთან. ახლა ჩვენთან მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი წყდება. ამიტომ მე ამ მაგალითს ვიძლევი, სულ ამ მაგალითით ვცხოვრობ და გავაგრძელებ ამ მაგალითით ცხოვრებას. კიდევ ვიმეორებ, არანაირ კითხვებს არ ვხსნი და ვადებ მორატორიუმს." - აცხადებს ხაზარაძე.
0
0