
ლოგიკური იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვებს ქმედება მოაყოლოს. თუ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, შეუძლებელია, ეს პოლიტიკური პატიმრის ყოლით მოხდეს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ შეწყალების უფლება უნდა გამოიყენოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით მოვალეობა უნდა მოიხადოს.
გარდა ამ საკითხისა, ბარამიძემ ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე. გიორგი ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.
„როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება - დავდგეთ ერთად, თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. თუ გახარიას პარტია თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025