
გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან - რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკას, მეორე მხრივ კი ანაკლიის პორტის საკითხს.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც ტაში დაუკრეს მოსკოვში, ევროკავშირიდან კი გვითხრეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეჩერდება.
„საქართველოს, საბჭოა კავშირის წევრი რომ იყო და რუსეთი იმპერიის ნაწილი, საქართველო მაშინაც ერქვა. ასე რომ, სახელი არ აღწერს შინაარს, რა ხდება ქვეყანაში. სიმართლე არის ის, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც ხმამაღლა ტაში დაუკრეს მოსკოვში, ევროკავშირიდან გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეჩერდება; ასევე, გვითხრეს, რომ მომავალ თვეს იმსჯელებენ, სხვა რა ნაბიჯები გადადგან - სავარაუდოდ, დადგება საკითხი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე; გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა მოხდა ქართული ბანკების აქციების; გაუფასურდა ლარი; საქართველოს ეკონომიკამ, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმები უკვე მიიღო. ასე რომ, გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან, მათ შორის აშშ-დან სანქციების რეჟიმის დაწესება და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება ხდება; ქვეყანაში, სადაც რუსეთი უკრავს ტაშს ირაკლი კობახიძის ხელისუფლებას და რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მითვისების თვალსაზრისით. მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ოქტომბერში, როდესაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას რუსული ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორების გზით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0