
გავიცანი პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მოვუყევი, რომ არჩევნები გაყალბდა - ნანა საჯაია
Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კონგრესმენი გაიცნო და მოუყვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
,,დღეს გავიცანი კონგრესმენი მაიკ უოლცი, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ველაპარაკე საქართველოზე, მოვუყევი რომ:
* არჩევნები გაყალბდა;
* ოცნება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს;
* ყველა სანდო კვლევით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება;
* რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი ამ შანსს გვართმევს;
* კრემლი ცდილობს მიიტაცოს ქვეყანა, სადაც ქვეყნის მთავარ აეროპორტამდე მიმავალ ქუჩას ამერიკის პრეზიდენტის სახელი ჰქვია;
* საქართველოს ჰყავდა ყველაზე დიდი (არა ნატოს წევრი) მისია ავღანეთში;
* ერთადერთი, ვინც ახლა საქართველოს წარმოადგენს პრეზიდენტი ზურბიშვილია;
* ყაველაშვილი ფეხბურთელადაც დიდი ვერაფერი იყო;
* არ არის გვიანი თავიდან ავიცილოთ საქართველოს ბელარუსიზაცია.
თვალს ვადევნებ საქართველოსო!" - წერს ნანა საჯაია
0
0