
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის შესახებ წერს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკვერის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
„განსაკუთრებული დღე გამოდგა, სპონტანურად დაგეგმილ აქციას დ ე დ ა მ ი წ ი ს დ ღ ე ბევრი ადამიანი შემოუერთდა, ამინდიც რომ გვჭირდებოდა სწორედ ისეთი, შიგადაშიგ წვიმის წვეთები გვაგრილებდა და მოტივაციას გვმატებდა.
ჩვენ ერთად შევძელით, დედამიწა, განსაკუთრებული სიტყვაა, ყველა ჩვენგანის წინაპარი ხომ სწორედ მ ი წ ა ა და ნიადაგი კი ვისშიც ვხორციელდებით დ ე დ ა ეს ორივე სიტყვა ერთობლიობაში ქმნის სწორედ დ ე დ ა მ ი წ ა ს, რომელიც მრგვალია და ბრუნავს მას კი სიყვარული ატრიალებს ნამდვილად დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია ამის.
ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს ანას ნიკომ თავის მონაცვლედ რომ დაგვიტოვა, მისი იდეა იყო დღევანდელი ღონისძიება, მერე feedc ის თანამშრომლები აიყოლია, Ana Esakia-მ საოცარმა გოგომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართო, აქციას უმაგრესი გუნდი, სასწაული ბიჭები (ნიკო ასე იტყოდა) კომპანია Wempler -იდან შემოუერთდნენ. ძალიან გაგვახარა თბილისის 166-ე სკოლის მოსწავლეების გამოჩენამ პედაგოგ ლალი ტურიაშვილთან ერთად, რაიონის გამგეობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, ნუ მიწყენთ თუ განსაკუთრებით დიდ მადლობას ჩემს კვარაცხელიებს გადავუხდი, საფეხბურთო გუნდზე მეტი იყვნენ, ყველა პოზიციაზე გავალამაზეთ შეძლებისდაგვარად ნიკო კვარაცხელიას სახელობის პარკი.
მოტივაციას ვფიქრობ ნებისმიერ დასრულებულ საქმეში მთავარი როლი უკავია!
მოკლედ უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით, დღევანდელი დღე შედგა, დღის ბოლოს კი თამამად შემიძლია გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით დაგემშვიდობოთ:
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო… ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას!!“, – წერს იზა ომაძე.
0
0