-share.jpg)
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთა.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ ომის დაწყების შემდეგ 300 დღე გავიდა. პუტინმა განახორციელა თავდასხმა უდანაშაულო უკრაინელ ხალხზე, ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმით კი კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაცია მოახდინა. პუტინი აძლიერებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს. სამართლიანი მშვიდობისკენ მისწრაფების გზაზე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ კრემლთან წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.
0
0
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026