18/04/2023
12:18
პოლიტიკა
“ამას ვყივი მამალივით წლებია და გავაგრძელებ ყივილს ვიდრე ასე არ მოხდება და პოლიტიკური პროცესის დინამიკა არ ამოყირავდება ქვემოდან - ზემოთ ” - ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"კიდევ ერთხელ, პოლიტიკური ველი (პარტიები, მედია, აქტივისტები) რომ სისტემურად მახინჯი არ იყოს, ამომრჩევლის იმპულსით და საკუთარი ხედვით იმართებოდეს, თავისუფალი კონკურენციით რეგულირდებოდეს და არა დიდი ფულის პატრონი ჩრდილოვანი მმართველის ახირებებით (ბოდიში “ჯანსაღი რჩევებით”), ამხელა ზიანს არ მოიტანდა ერთი კაცის გამოძიება.
ამას ვყივი მამალივით წლებია და გავაგრძელებ ყივილს ვიდრე ასე არ მოხდება და პოლიტიკური პროცესის დინამიკა არ ამოყირავდება ქვემოდან - ზემოთ და a level playing field, ანუ თავისუფალი კონკურენცია არ დამკვიდრდება." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0