
UFC-ის ახალმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს მადრიდში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა. ცნობილია, რომ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი „სამეფო კლუბის“ გულშემატკივარია.
„კილიან მბაპე „რეალში“? კეთილი იყოს მისი მობრძანება. გაუმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ითამაშებს“, – ციტირებს ილია თოფურიას სიტყვებს Madrid Zone.
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „სამეფო კლუბი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. ილია თოფურია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს და „რეალი“ – „სევილიასთან“ მატჩს გახსნის.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025