-share.jpg)
Reuters-ის ჟურნალისტების თქმით, ბუჩაში, რომელიც დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქუჩაში ცხედრები ნახეს, ეკლესიის ტერიტორიაზე კი ღია სასაფლაოა.
უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანამ ომი დაწყების შემდეგ პირველად დაიბრუნა სრული კონტროლი კიევის რეგიონზე.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ბუჩაში დახვრეტილ მშვიდოებიან მოქალაქეებს ხელები შეკრული ჰქონდათ. ისინი არც შეიარაღებულები იყვნენ და არც საფრთხეს წარმოადგენდნენ რუსეთისთვის.
“ბუჩა, კიევის რეგიონი. ადამიანების გვამები შეკრული ხელებით, ვინც რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ქუჩებში წვანან. ეს ადამიანები არ იყვნენ სამხედროები. მათ არ ჰქონდათ იარაღები. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა ხდება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
0
0