
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე აცხადებს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ გადაყვანა სამართლებრივი საკითხია, რომელშიც საპატრიარქო არ ჩაერევა.
გარდა ამისა, პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას უწევენ.
"სასულიერო პირების პოზიცია და ნებისმიერი ადამიანის პოზიცია ასეც შეიძლება იყოს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ადამიანურად, რა თქმა უნდა, გასაგებია და ძალიან სამწუხაროა მისი ეს მდგომარეობა, არსებობს სამართლებრივი მიდგომა, ამასთან დაკავშირებით, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჯანმრთელობის კუთხით მას დახმარება გაუწიონ უნდა გაუწიონ, აუცილებლად უნდა გაუწიონ ეს დახმარება და მე ვიცი, რომ ამ დახმარებას მას უწევენ. რაც შეეხება მის გათავისუფლების და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ეს სცილდება საქართველოს ეკლესიის კომპეტენციას," - ამბობს გიორგი ზვიადაძე.
0
0
მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა
02/04/2026