
“და თუ პუტინი აკონტროლებს სრულად [საქართველოს ხელისუფლებას], გათავისუფლებას ვის თხოვს? პუტინს?” - ასე გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “პუტინი საქართველოს ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს”.
ჩერგოლეიშვილი წერს:
“და თუ პუტინი აკონტროლებს სრულად [საქართველოს ხელისუფლებას], გათავისუფლებას ვის თხოვს? პუტინს? და თუ პუტინია ის, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკონტროლებს, გამიშვი და აღარ ჩავერევიო რომ ითხოვს - ამას რა ჰქვია? ვინმე ახსნის?" აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” თქვა, რომ პუტინი სრულად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას:
“პუტინი, როგორც 24 თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა, სრულად აკონტროლებს საქართველოში ხელისუფლებას. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო კონტროლის ეს დონე”, განუცხადა სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდას”.
0
0