გასულ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, EU-დან - გაიზარდა - TOP-10 ქვეყანა
17/06/2024
19:41
ეკონომიკა
A-
+A
მაისში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 27.1%-ით 105.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან 120.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 42.4%-ია. გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით კი ზრდა 6.8%-ია.
შემცირებულია რუსეთიდან გადმორიცხვები და წილიც მთლიან გადმორიცხვებში. პარალელურად, იზრდება აშშ-დან ფულადი გზავნილები.
გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით TOP-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- იტალია - $48.12 მლნ. ზრდა 7.75;
- რუსეთის ფედერაცია - $48.11. კლება 69.5%;
- აშშ - $47.2 მლნ. ზრდა 22.1%;
- საბერძნეთი - $22 მლნ. ზრდა 1.9%;
- გერმანია - $21.7 მლნ. ზრდა 7.7%;
- ისრაელი - $21.7 მლნ. ზრდა 20.3%;
- ყაზახეთი - $11.3 მლნ. კლება 43.3%;
- თურქეთი - $8.6 მლნ. კლება 41.8%;
- ესპანეთი - $5.6 მლნ. ზრდა 3.1%;
- ირლანდია - $5.3 მლნ. ზრდა 27.8%.
0
0
213
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%