-share.jpg)
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს”, განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმების სამიზნე, ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა და ვარაუდობს, რომ კიდევ 20-მდე სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.
„ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით. ვიცი, რომ დარტყმების გამო ბევრ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავიტანთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ, ადგილობრივ საჰაერო ძალებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 100-მდე სარაკეტო დარტყმა ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.
0
0