
გარემოს ეროვნულ სააგენტოში პირველი შეხვედრის შედეგი არის ის, რომ უნდა გაიხსნას პლატფორმა და მაქსიმალურად გაიხსნას საკომუნიკაციო შესაძლებლობები, - ამის შესახებ გეოგრაფმა, გეოლოგმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა.
„პირველი შეხვედრის შედეგი არის ის, რომ გაიხსნას პლატფორმა და მაქსიმალურად გაიხსნას საკომუნიკაციო შესაძლებლობები. ვინც ჩართულია პროცესებში და ვისაც შეუძლია ინფორმაცია შეაგროვოს, გააზიაროს, დამატებითი პოზიციები წარმოაჩინოს, ამ ყველაფრის ასევე შეგროვება და გახსნილი ინტერპრეტაცია მოხდება. ამით პასუხისმგებლობის დონე იწევს, არა სახელმწიფოებრივი უწყებების, არამედ აკადემიური და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიზიდულობის კარგი პრეცედენტი შეიქმნება, - განაცხადა გეოგრაფმა, გეოლოგმა გიორგი გოცირიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შოვში განვითარებული სტიქიის გამომწვევი მიზეზები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, გეოლოგები და ჰიდროლოგები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ის დამატებითი მასალები განიხილეს, რომლებიც სატელიტურ მონაცემებს ეყრდნობა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირებას.
0
0