
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს სექტორში არსებული ვითარების, საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.
„ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრები ხელს უწყობს სექტორის შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენაში გამოიხატება“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0
0