
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში დედაენის ბაღში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„გარემოს დაცვის დღის მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო საცხოვრებელი გარემოს დაცვა. ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და, ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და ჩართულობას. ჯანსაღი გარემო პირდაპირ განსაზღვრავს ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს, ამიტომ გარემოზე ზრუნვა როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს სიჯანსაღის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დედაენის ბაღში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილია თემატური სივრცეები, სადაც ბავშვები და სხვა დამსწრეები მონაწილეობენ გარემოსდაცვით ვიქტორინებში, შემეცნებით თამაშებსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში. იმართება მუსიკალური პროგრამა, ანიმატორების წარმოდგენები, ფლეშმობი და ნერგების დარგვის აქცია.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები - ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საკუთარ თემატურ სივრცეებში გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო კუთხეებს წარმოადგენენ.
პატარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ეცნობიან მცენარეთა მოვლის წესებს და საკუთარი ხელით რგავენ ელდარის ფიჭვის ნერგებს, რომლებიც ღონისძიების დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემათ.
ღონისძიების მონაწილეებისთვის მოწყობილია ინტერაქტიული ინსტალაცია „მწვანე პლანეტის კედელი“, სადაც ისინი ტოვებენ საკუთარ გზავნილებსა და სურვილებს თემაზე - „როგორი მინდა იყოს ჩემი პლანეტა“.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, ხოლო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები საღამოს პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოებით დასრულდება.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და გარემოს დაცვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება. 2026 წლის გზავნილია - „ბუნებით შთაგონებული. კლიმატისთვის. ჩვე
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ივნისიდან
05/06/2026
8 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
05/06/2026