
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციელებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, მხოლოდ ძალადობრივი ქმედებების შესახებ ისმის, ისინი არ არიან ადამიანები, მათ გარეგნული წესრიგიც აღარ აქვთ. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა.
"ახლა პოლიციის მთავარი შინაარსი არ არის ქალების დაცვა, არ არის მოძალადეების დასჯა, ეს არ არის კანონის აღსრულება, ეს არ არის საზოგადოებრივი წესრიგი. ბოლოს როდის გაიგო მოსახლეობამ, რომ პოლიცია ვიღაცას დაეხმარა, ადამიანებისთვის სასიკეთო კონკრეტული რაღაც გააკეთა. ძალადობის გარდა ჩვენ არაფერი გვესმის. გარეგნული წესრიგიც აღარ აქვთ. გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან პოლიციელები, ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს პირველ რიგებს წარმოადგენენ ფორმაში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0