14/12/2022
13:03
მსოფლიო
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ მიმართა ქრისტიანული ეკლესიების, საერთაშორისო და ინტერკონფესიური ორგანიზაციების მეთაურებს, დაუპირისპირდნენ აზერბაიჯანის ქმედებებს ლაჩინის დერეფანში და თავიდან აიცილონ ჰუმანიტარული კატასტროფა მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ ეჩმიაძინის საპატრიარქოს პრესსამსახური იტყობინება.
მან, ასევე, მოუწოდა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს ალაშუკურ ფაშაზადეს, გადადგას ხელშესახები და არსებითი ნაბიჯები მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.
„არცახის მოსახლეობის სიცოცხლის უფლებებს საფრთხე ემუქრება, რადგან ჰუმანიტარული კატასტროფა დგება. ასეთი პროვოკაციები ეთნიკურ წმენდას ისახავს მიზნად, რაც ნათლად მეტყველებს ბაქოს არმენოფობიის პოლიტიკაზე. არსებული ვითარება უდავოს ხდის სომხების უსაფრთხოებას. არცახი აზერბაიჯანის ფარგლებში შეუძლებელია“, - განაცხადა გარეგინ მეორემ.
სომხეთის ეკლესიის მეთაური მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ადექვატური შეფასება უნდა მისცეს აზერბაიჯანის პროვოკაციებს, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ ნორმებს და საფრთხეს უქმნის რეგიონში მყიფე მშვიდობასა და სტაბილურობას.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს 10:30 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადაკეტა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა. 13 დეკემბერს საღამოს კი, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
0
0