-share.jpg)
"ყველაფერი კარგად იქნება! ამ გარედან ინსპირირებულ "მაიდანს" არა აქვს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. უფრო სწორად ის "პარტიები", რომლებიც ასრულებენ "მაიდანს" საზოგადოებრივი ზიზღით "სარგებლობენ" - ამის შესახებ ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"აჟიტირებული და ინდოქტრინირებული ახალგაზრდათა ნაწილი ბროუნის მოძრაობაშია. კელი დეგნანის ბრძანებას - მოახდინოს გადატრიალება, მხოლოდ ის ვერ შეასრულებს.
ახლა ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ ინიცირებული კანონპროექტი არანაირად არაა "რუსული".
ამ ხალხში ეგზალტირებულთა გუშინდელ მცირე მასას და ელჩი კელის მიერ ანგაჟრებულთა რაღაც რაოდენობას არ ვგულისხმობ.
მათთან საუბარი ზედმეტია.
ისინი მოდიან დასამხობად და სახელმწიფო, კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს.
და რაც მთავარია! უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ეს ენჯეოშმენჯეო შემადგენლობა კი არ გვებრძვის, არამედ - დიდი გავლენის და ძალის დაჯგუფება.
თუმცა მასაც აქვს პრობლემები. აგერ ვერ ხედავთ ერთი წელი გავიდა და ვერ მოაწყო რევოლუცია. ხალხი არა ჰყავს ... ხალხი. ძალა კი, როგორც უკვე ასჯერ სამართლიანად გვითქვამს - ხალხშია!"-წერს შალვა რამიშვილი.
0
0