
"გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარე ჩხრეკებს ეხმაურება.
"პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს - არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო, ძალადობის ბევრი ფაქტი, პარლამენტის დაწვის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა. ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა - პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, მაშინაც ეფექტურად იმუშავა ჩვენმა სტრუქტურებმა.
ცალსახად ვხედავთ, რომ გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0