19/09/2026
23:03

პაატა ნაცვლიშვილი დაიბადა 1952 წლის 16 ოქტომბერს. ის იყო „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხელოვნების ფაკულტეტი – 1976 წელს. 1974-1976 წლებში მუშაობდა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ლიტმუშაკად, 1976-1978 წლებში გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტად, 1978-1984 წლებში ჟურნალ „მართვეს“ ლიტმუშაკად, 1980-1984 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984 წელს მონაწილეობდა ტიმ სევერინის ექსპედიციაში „იაზონის ნაკვალევზე“, 1984-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988 წლებში „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად, 1988 წლიდან კი გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორი იყო.
ამასთან, პაატა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით 2014 წელს განხორციელდა პროექტი „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“. პროექტის იდეა იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1714–1715 წლებში გავლილი ევროპული მოგზაურობის მარშრუტის ზუსტად გამეორება 300 წლის შემდეგ.
პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით. არის „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.
0
0