
BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელი ვეტერანი მსახიობი კონი ჩიუმი, რომელმაც Marvel-ის ფილმში „შავი ავაზა“ ერთ-ერთი როლი შეასრულა, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ჩიუმების ოჯახი მწუხარებით ვადასტურებთ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს მფლობელი მსახიობის კონი ჩიუმის გარდაცვალების შესახებ. ის იოჰანესბურგის საავადმყოფოში, 6 აგვისტოს, ნაშუადღევს, გარდაიცვალა,“ - ნათქვამია ოჯახის წევრების განცხადებაში.
მსახიობის ოჯახის წევრებმა კონფიდენციალურობის დაცვა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ შემდგომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. მსახიობის ვაჟმა ნოჯელო ჩიუმიმ ტელემაუწყებელ Newzroom Afrika-ს განუცხადა, რომ მას სიკვდილამდე "სამედიცინო პროცედურა" ჩაუტარდა.
მრავალი ჯილდოს მფლობელმა მსახიობმა სამხრეთ აფრიკის რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორის Rhythm City-ში, Zone 14-სა და ბოლოს, Gomora-ში, ითამაშა.
"კონი ჩიუმის მიერ შესრულებული გამორჩეული როლები ყოველთვის გვემახსოვრება", - წერს სამხრეთ აფრიკის მთავრობა X-ზე.
0
0