
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი.
გურამ გოგიაშვილმა პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში".
გურამ გოგიაშვილს ეკუთვნის ნიკოლას გილიენის, ალექსანდრე ბლოკის, რაინერ მარია რილკეს, იანის რაინისის, ჟაკ პრევერის, ჯანი როდარის, სამუილ მარშაკის, ანტონ ჩეხოვის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ალექსანდრე ოსტროვსკის, ვასილი შუქშინის, ერაზმ როტერდამელის და სხვ. ნაწარმოებების თარგმანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელის“ თარგმანი (1972–2000წწ).
გურამ გოგიაშვილი არის ივანე მაჩაბლის (1990) და ვაჟა-ფშაველას (1994) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის (2003) ორდენებით.
1958-1968 წლებში მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
1992-1996 წლებში იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი.
გურამ გოგიაშვილს დაკრძალავენ 27 ივნისს, კასპის რაიონში სოფელ ზემო ხანდაკში.
0
0