
88 წლის ასაკში ამერიკელი ტელეწამყვანი ფილ დონაჰიუ გარდაიცვალა.
დონაჰიუმ კარიერა რადიოში, 1957 წელს დაიწყო. მოგვიანებით ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური შოუ სატელევიზიო არხ WHIO. მის რესპოდენტებს შორის იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მალკოლმ იქსი, ცნობილი შოუმენი ჯონი კარსონი და სხვები.
1967 წელს დონაჰიუ გადადის სატელევიზიო არხ WLWD-ში, სადაც საკუთარი პროექტი The Phil Donhue Show-ს წამყვანი ხდება. ლეგენდარული შოუ ეთერში 29 წლის განმავლობაში გამოდიოდა.
1980-იან წლებში, საბჭოთა ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერთან ერთად წაიყვანა აშშ-სა და სსრკ-ს ერთობლივი ტელეხიდის რამდენიმე ეთერი.
არის საპრეზიდენტო თავისუფლების მედლის მფლობელი, 20 სატელევიზიო პრემია ემის გამარჯვებული, ტელევიზიის დიდების დარბაზის საპატიო წევრი.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025